მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისის მერიის ფასადი

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება:

  • სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის;
  • ტანვარჯიშის დარბაზი;
  • სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი;
  • ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად;
  • ორი საცურაო აუზი;
  • კაფე;
  • სპორტული ინვენტარის მაღაზია;
  • მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • სახელოვნებო სკოლა;
  • ბოულინგი და სამაგიდო თამაშების სივრცე;
  • მიწისქვეშა სართული პარკირებისთვის;

„მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო. ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.