მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდუბეში ასფალტის საფარი 53 454 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

მიმდინარე წელს, დიდუბეში ასფალტის საფარი 53 454 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 54 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 53 454 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე, შიდა კვარტალურ გზებსა და თბილისური ტიპის ეზოებში.

არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო სამ ქუჩაზე, 31 თბილისური ტიპის ეზოსა და 20 შიდა კვარტალურ გზაზე.

„ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევსა და ჭიაურელის ქუჩის მესამე ჩიხში მიმდინარეობს, რომელიც უხლოეს პერიოდში დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 854 391 ლარი გამოიყო.