მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიღმის მასივის I კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბე

დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეთოთხმეტე კორპუსის მიმდებარედ, 1 500 კვ.მ ფართობზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. სკვერში განთავსდება საპარკე სკამები და ურნები, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და მოეწყობა რულონური ბალახი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენსერვისი 55“ 191 935 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.