მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიღომში კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადავარდა

პოლიციის მანქანა და ლენტი

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.

ამ ეტაპზე მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობას და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.