მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძიუდოს აკადემიაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი ძიუდოს აკადემიაში

დიღმის მასივში, ძიუდოს აკადემიის შენობაში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი შენობის სარდაფში გაჩნდა.

„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხანძარი 4 სართულიან შენობაში ლიკვიდირებულია.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შემთხვევა 26 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.