მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია (ფოტო)

ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, გუშინ ღამიდან დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი პატრულმა გადაკეტა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მშენებარე კორპუსიდან, ქარის გამო, საგნები ცვიოდა.