მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში პენსიონერი საკუთარ სახლში ხანძარს ემსხვერპლა

პენსიონერი ხანძარს საკუთარ სახლში ემსხვერპლა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ერთ-ერთ დასახლებაში 80 წლის პენსიონერი საკუთარ სახლში ხანძარს ემსხვერპლა. ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 80 წლის ქალი.

მორიგე ოფიცრის განცხადებით, ზარი რეგიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მართვის სამსახურში დილით დაფიქსირდა.

„მეხანძრეები დაუყოვნებლივ წავიდნენ, რადგან შეტყობინება დაგვიანებით შემოვიდა ცეცხლი მთელ სახლს მოედო და მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის ე.წ. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ხანძარი შეშის ღუმელმა გამოიწვია.

მიმდინარეობს ხანძრის მიზეზების დაზუსტება.