მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე ახალციხეში კოვიდვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფაქტზე განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის ფოტო

„დარწმუნებული ვარ ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებაში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალციხეში, ახალციხელი მედდის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საბჭოს მთავარი სამსჯელო თემა ახალგაზრდა მედდის მდგომარეობა იყო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდება.

„როგორც იცით, დღეს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე, მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და იმ გატარებული ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში.

ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ თუ რატომ იყო და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი.

რაც შეეხება პაციენტს, ის გადმოყვანილია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განხორციელებული გვაქვს დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ კი ექიმების მულტიპროფილური გუნდი გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღება იმის თაობაზე თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.

დარწმუნებული ვარ ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ახალციხეში კოვიდ 19-ზე აცრილ მედდას მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს“ - ზურაბ გურული

✔️ საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდება