მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. 

მინისტრის თქმით, გავრცელებული სტატიის შემდეგ ჯანდაცვის უწყებამ დღესვე მიმართა და პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი.

ტიკარაძე ამბობს, რომ კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა.

„ამ სტატიის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას ჩვენ მოვთხოვეთ პასუხი იმაზე თუ რატომ გაეცა „ინტერპრესნიუსს“ მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა, არ ყოფილა რომ ჩვენ, რაიმე შეცდომა დავუშვით.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა.

ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე. ვინაიდან, მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში სამწუხაროდ, არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი პოლიტიკური დაძაბულობა და ესკალაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად არ დაუშვებს და ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზი, რომ, ჩვენმა ოპონენტებმა ისარგებლონ იმით რაც ჩვეულებრივი ბრალდებაა“, - განუცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“-ს.

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად“ - თამარ გაბუნია

✔️ „ჩვენი მხრიდან „ფაიზერთან“ მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა“ - თამარ გაბუნია ვაქცინის შემოტანაზე განმარტებას აკეთებს