მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე მეგი ბაქრაძის საქმეზე: გადაცდომებზე საუბარი გაგვიჭირდება

ტიკარაძე

„ძალიან მნიშვნელოვანია სამხარაულის დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება“,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას ახალციხელი მედდის გარდაცვალების საქმის დასკვნის გაჭიანურების შესახებ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდება წინაპირობა ამ საკითხზე კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად. ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

„ამასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია სამხარაულის დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება, რაც გახდება ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისათვის, რომ ჩვენმა ექსპერტებმა იმსჯელონ იმ გადაცდომებზე, თუ ასეთი ზოგადად იყო, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ გადაცდომებზე საუბარი გაგვიჭირდება“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

📌ლევან რატიანი: სიცრუეა, რომ მეგი ბაქრაძე კლინიკაში გარდაცვლილი შემოიყვანეს