მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: პიკთან დაკავშირებით გარკვეულ ღონისძიებებს ვგეგმავთ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა პიკთან დაკავშირებით გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავს.

„პიკთან დაკავშირებით ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. მთავრობა გადის კონსულტაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია, რომ არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს სამედიცინო სექტორს, რომ განაგრძოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში.

📌 ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი საქართველოში