მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ტიკარაძე იაპონიის ელჩს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.იაპონიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. დასასრულს, მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა .

„მოხარული ვარ, რომ იაპონიასა და საქართველოს ჯანდაცვის მიმართულებით საერთო ხედვა გვაქვს. ჩვენ პანდემიის შუაგულში და ვაქცინის მოლოდინში ვართ. უახლოეს მომავალს ბევრად უფრო პოზიტიურ ჭრილში ვხედავ. ვაქცინის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თანაბარი შესაძლებლობების გაზიარება. სწორედ ამიტომ იაპონიამ წამოიწყო უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდება. ამ იდეას ჯანდაცვის მინისტრმა მხარი ერთულოვნად დაუჭირა, რაც ძალზე სასიხარულოა“-განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ.