მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი: „შავმა პარასკევმა“ ტესტი ჩაუტარა საზოგადოებას მენტალობაზე, სინდის-ნამუსზეც!

მაია სვანიშვილი

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმის მაია სვანიშვილის შეფასებით, გუშინდელი ე.წ. შავი პარასკევი იყო ტესტი საზოგადოების მენტალობაზე. 

„ძვირფასო მეგობრებო! გუშინდელმა „შავმა პარასკევმა“ ტესტი ჩაუტარა ჩვენს საზოგადოებას მენტალობაზე და ინტელექტზე,სინდის- ნამუსზეც! თურმე ხალხი „მშიერ- მწყურვალი“ და „შიშველ- ტიტველია“!!!

მე და ჩემს კოლეგებს,რამდენიმე თვეა არც ჩაცმა გვღირსებია, არც ადამიანურად ჭამა, არც ძილი და მოსვენება! თვეობით ვერ ვხედავთ შვილებს და შვილიშვილებს,ზოგი ვმკურნალობთ,ზოგი იზოლაციაში ვართ და ყველა ჩვენგანი ვიხდით ვალს ქვეყნის წინაშე!

თქვენ,მოლებთან რიგებში და საცობებში მომლოდინენო,ვერ ხედავთ რომ ხალხი იხოცება? ოჯახები რომ დაუტირებელ მიცვალებულებს მარხავენ? და ვინც გამოჯანმრთელდა, შიშის თვალებით უყურებს ხვალინდელ დღეს. სად აპირებთ მაგ ტანსაცმლის გამომზეურებას?

მაპატიეთ ასეთი გაცხარება,მაგრამ რაც დავწერე,სიმართლეა!!! ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ჯანმრთელად და ბედნიერად! გამოუცხვეთ თქვენს შვილებს გემრიელი ნამცხვარი,თქვენი ხელით და ეს იყოს წელს საახალწლო საჩუქარი-არ შეიძლება ამაზე " გადავიაროთ"? ჩემო ძვირფასო კოლეგებო,მართლა გმირებო,ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა-თ ქ ვ ე ნ !!!“,- წერს სოციალურ ქსელში მაია სვანიშვილი.