მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტი: შაქარაშვილს ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში აქვს მიყენებული

სამძებრო სამუშაობი გრძელდება

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის მიხედვით, მას დაზიანებები ბლაგვი საგნით თავის არესა და მთელს სხეულზე აღენიშნება.

გეჯაძის თქმით, სანამ ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ გახდება ცნობილი, მანამდე რთული სათქმელია, დაზიანებები სიცოცხლის პერიოდში ჰქონდა 19 წლის მოქალაქეს მიღებული თუ დაღუპვის შემდეგ.

„ცალსახაა, რომ გვამს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოკვლევით აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. თუ რა პირობებში შეეძლო მიეღო მას ეს დაზიანებები, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ამის თქმა შეუძლებელია. დაზიანებები ბლაგვი ხასიათის ტრავმაა. ეს დაზიანებები კონცენტრირებულია სხვადასხვა ნაწილებზე. როგორც თავის, ისე სახის და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. უნდა დაველოდოთ გამოძიების ვერსიას და ლაბორატორიის შედეგებს. შემდეგ უკვე შეიძლება დასკვნის გამოტანა“, - განაცხადა ექსპერტმა „ტვ პირველის“ ეთერში.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს წყალში იპოვეს. გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისულფების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს