მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელექტრომოწყობილობების ნარჩენების მოცულობამ 50 მლნ ტონას გადააჭარბა

ელექტრო ნარჩენები

ელექტრომოწყობილობების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. იზრდება მათი მოხმარების შემდგომი გადამუშავებიას მაჩვენებელიც, თუმცა ბევრად უფრო მოკლე ნაბიჯებით, რის გამოც ბოლო 5 წელიწადში „ელექტრო ნაგავი“ 21%-ით გაიზარდა, რაც ეკოლოგიურ გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

2019 წელს ელექტრომოწყობილობების ნარჩენებმა 53.6 მლნ ტონას მიაღწია, რაც 350 საკრუიზო გემის დასატვირთად საკმარისი მოცულობაა და მათგან სათანადოდ, ყველა წესის დაცვით მეხუთედზე ნაკლები - 17.4% გადამუშავდა.

ყოველწლიურად ელექრული ნარჩენების მოცულობა 2.5 მლნ ტონით იზრდება. მათგან განსაკუთრებით საყურადღებოა ის მოწყობილობები, რომლებსაც ბატარეა გააჩნიათ. მათ კი, ლეპტოპებს, ტაბლეტებსა და სმარტფონებს დომინატი პოზიცია უკავიათ.

ნარჩენების თითქმის ნახევარი 24.9 მლნ ტონა აზიაზე მოდის, მეორე ადგილზე 13 მლნ ტონით ამერიკაა, ევროპა 12 მლნ ტონით მესამე ადგილ იკავებს. აფრიკის წილი 2.9 მლნ ტონაა, ოკეანეთის 0.7 მლნ ტონა.

2030 წლისთვის ელექტრონარჩენების 75 მლნ ტონამდე ზრდაა მოსალოდნელი. იმ შემთხვევაში თუ პარალელურად არ გაიზარდა გადამუშავებული პროდუქციის რაოდენობა, ეკოლოგიური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.