მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენგურჰესი ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი Pia.ge

ენგურის ჰიდროელექტროსადგური ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველი მოქალაქეების გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის განცხადებით, ელექტროსადგურიდან გაშვებული წყლის დონეს მდინარის ადიდების გამოწვევა არ შეეძლო.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს.

მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება.

მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული 3 პირი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მძიმე სოციალური პირობების გამო ცდილობდნენ.