მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა, „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს

ნამახვანჰესის პროექტი

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანიზაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.

მათი თქმით, საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნება ხელახალი განხილვის მიზნით.

ინფორმაციისთვის, პრეზენტაცია მიმდინარე წლის 16 აპრილს, 16:30 სთ-ზე, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

გასულ კვირას, შსს-მ სოფელი ნამოხვანისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა.

11 აპრილს სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და პროტესტის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

👉 „ვგეგმავთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ“ - ნათია თურნავა

👉 საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს