მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარების გამო მცხეთაში 1 თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმა

ვითარება მცხეთაში

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ და ამოქმედებულ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

„ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც საუბარი რიგი ეკონომიკური ბიზნესსაქმიანობების მკაცრ გაკონტროლებას შეეხებოდა.

შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო (მანანა) ნარიმანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები. რაც შეეხება სანქციებს რეგულაციების დარღვევის გამო, თავდაპირველად მოხდება ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება, ხოლო შემდგომ ყველა იმ სუბიექტების დაჯარიმება, რომლებიც არანებადართულ საქმიანობას ახორციელებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 28 ნოემბრიდან ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდა

👉 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით