მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი კომენტანტის საათს აცხადებს, პუტინი თხოვნით შემოიფარგლა – ურაზ–ბაირამი პანდემიის პირობებში

თურქეთისა და რუსეთის პირველი პირები მეჩეთშიი

პრეზიდენტმა პუტინმა მუსლიმებს ურაზ–ბაირამის გაუქმების თხოვნით მიმართა, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კი 23–26 მაისის პერიოდში, იგივე დღესასწაულზე, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა კომენდანტის საათით აუკრძალა.

რელიგიურ დღესასწაულებზე მასობრივი შეკრებები კორონავირუსის გავრცელების წყარო გახდა რუსეთის დაღესტანში, რომელსაც რუსი ჟურნალისტები „კავკასიის პატარა იტალიადაც“ მოიხსენიებენ.

მარტში დაღესტანში მუსლიმურ დღესასწაულზე, როდესა პანდემია ძალას იკრებდა, ყოველგვარი დისტანციის და სხვა ნორმების დაცვის გარეშე ესწრებოდა მრევლი ლოცვებს. ამის შემდეგ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში ვირუსი ელვის სისწრაფით გავრცელდა. თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსელი მედია წერს, რომ დაღესტნის თითოეულ სოფელში დღეში კორონავირუსით, სულ მცირე, 7 ადამიანი იღუპება.

თურქეთის ხელისუფლება, კრემლისგან განსხვავებით, რადიკალურ შეზღუდვებს მიმართავს. ქვეყნის ლიდერმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დროს განაცხადა, რომ „23, 24, 25 და 26 მაისს ყველა პროვინციაში იკრძალება სახლიდან გასვლა“. 

18 მაისის მონაცემებით რუსეთში კოვიდინფიცირების 291 000-მდე შემთხვევა დადასტურებული ხოლო თურქეთში 149 435 შემთხვა გამოვლინდა.