მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულ გამოცდებზე 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი შეფასება მიიღო

რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 20-მა აბიტურიენტმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო 12-მა მათემატიკაში უმაღლესი შეფასება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის თქმით, სხვა საგნების შედეგებიც ეტაპობრივად ქვეყნდება.

სოფო გორგოძე ამბობს, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება მომდევნო კვირის დასაწყისში დასრულდება.

„შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“, - აღნიშნა გორგოძემ.

გორგოძის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვა უწყებებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პროცესს უსაფრთხოდ და წარმატებით ჩაევლო.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 6 ივლისს დაიწყო.