მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კონკურსი გაიმართა

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კონკურსი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის თქმით, ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და სხვა მომსახურების მიღებას. თუმცა, ამავდროულად იზრდება გარკვეული კიბერდანაშაულის რისკებიც.

ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხს. სებ-ი რეგულარულად მოუწოდებს მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუცილებელია სიფრთხილე იმ მოწყობილობების მოხმარებისას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ ფინანსებს განკარგავთ (კომპიუტერი, ლეპტოპი, სმარტფონი, ა.შ).

ასევე, ყურადღება გვმართებს პერსონალური თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემისას (როგორიცაა: პირადი ნომერი, ბარათის პინ-კოდი და ა.შ).

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საინფორმაციო პოსტერები, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი 4MEDIA-ს პრინტმა მოიპოვა. სააგენტოს ნამუშევარი თბილისის ქუჩებსა და პარტნიორ მედია არხებში განთავსდება.