მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

აბიტურიენტები გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 6 და 11 ივლისს ჩატარდება.

ისტორიაში გამოცდა 12 და 13 ივლისს 2-2 სესიად იქნება.

მათემატიკაში 14 და 15 ივლისს, ბიოლოგიაში კი 16 ივლისს გამოცდა თითო სესიად ჩატარდება.

რაც შეეხება უცხო ენას:

17 ივლისი: I სესია - რუსული და ინგლისური ენა.

II სესია - ინგლისური და ფრანგული ენა.

18 ივლისი: I სესია - რუსული და ინგლისური ენა.

II სესია - ინგლისური ენა.

19 ივლისი: I სესია - გერმანული და ინგლისური ენა.

II სესია - ინგლისური ენა.

20 ივლისს ზოგად უნარებში გამოცდა ორ სესიად გაიმართება.

21 ივლისს გამოცდები ჩატარდება ზოგად უნარებსა და ლიტერატურაში. 22 ივლისს ფიზიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, 23 ივლისს გეოგრაფიაში, 24 ივლისს ქიმიაში. 25 ივლისს გამოცდა ჩატარდება სამოქალაქო განათლებაში, ასევე გაიმართება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.