მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოკლუბი

პანდემიის დროს ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსიახლეებსა და იხილონ ვიდეოები ფილმების გადასაღები მოედნებიდან.

კინოკლუბის წესების გაცნობის შემდეგ, მასში გაწევრიანება შეუძლია ქართული კინოს ყველა გულშემატკივარს მოცემულ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, პირველი კინოჩვენებები უკვე შედგა.

კინოცენტრი შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და მაყურებელს შემდეგი თემატური ქართული ფილმების ჩვენებები შესთავაზა:

🎥 „სანამ მამა დაბრუნდება“ (რეჟისორი მარი გულბიანი, პროდიუსერი – თეკლა მაჭავარიანი)

🎥 „გაიღიმეთ“ (რეჟისორი და პროდიუსერი რუსუდან ჭყონია)

🎥 „დედე“ (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, პროდიუსერი – ვლადიმერ კაჭარავა)

კინოჩვენებები იმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში, 22:00 საათზე.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან მომდევნო კინოჩვენებების დაგეგმვასთან დაკავშირებით.