მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს იყო სამბალიანი კომა“ - ლევან რატიანი ახალციხელ მედდაზე

ექიმი ლევან რატიანი

„ეს იყო სამბალიანი კომა, როცა გავსინჯე, იმ წუთიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა ამ პაციენტთან უეფექტო აღმოჩნდებოდა“, - ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა გარდაცვლილი ახალციხელი მედდის მეგი მეგი ბაქრაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.  

ლევან რატიანის თქმით, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო და მეგადოზებით საჭიროებდა წნევის შენარჩუნებას.

„ჩემთან კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა ე.წ. წნევა მკვეთრად არასტაბილური იყო, საჭიროებდა მეგადოზებით ჰემოდინამიკის შენარჩუნებას.

ცუდმა განწყობამ დაისადგურა ჩემში, როდესაც პაციენტი ვნახე და ეს იყო სამბალიანი კომა, რომელიც სამწუხაროდ, ექიმისთვის ძალიან ცუდი აღსაქმელია და განსაკუთრებით როცა ახალგაზრდას ეხება. სიმართლე გითხრათ იმ წუთში, როცა გავსინჯე ვფიქრობდი, რომ ამ პაციენტთან ჩემი ბრძოლა აღმოჩნდებოდა უეფექტო“, - განაცხადა „რუსთავი 2“ - ის ეთერში ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

ჯანმო გარდაცვლილ ექთანზე: ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე