მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეუთო/ოდირი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

ეუთო/ოდირის ლოგო დროშაზე

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად დაცული იყო.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობდა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობას.

„საარჩევნო უბნებთან პარტიის კოორდინატორების და აქტივისტების ფართო წარმომადგენლობა, რომლებიც ხშირად მმართველი პარტიის სახელით მოქმედებდნენ, მიჩნეული იყო დაშინებად ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთი თანამოსაუბრის მიერ. რამდენიმე სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ჩაატარა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და არჩევნების დღეს წარადგინა მოკლევადიანი დამკვირვებლები, რაც ხელს უწყობდა პროცესის ზოგად გამჭვირვალობას.

თუმცა პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობდა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობის შექმნას. ისინი ასევე ზოგჯერ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში ან აქტიურად განსაზღვრავდნენ, თუ ვინ უნდა შესულიყო ხმის მიცემის დაწესებულებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტშია ასევე აღნიშნულია, რომ მედია მონიტორინგის შედეგებით, ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლიდა.