მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის

ევროკავშირი საზღვარს ხსნის

ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან 15 ქვეყნისთვის საზღვარს ხსნის. სიაში მოხვდა საქართველოც. ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

სიაში ვერ მოხვდა აშშ, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2.6 მლნ-ს აჭარბებს, თუმცა მოხვდა ჩინეთი, იმ პირობით თუ ჩინეთიც გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

საქართველოსა და ჩინეთის გარდა სიაში ასევე მოხვდნენ: კანადა, ურუგვაი, მაროკო, ალჟირი, ტუნისი, რუანდა, სერბეთი, მონტენეგრო, სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაილანდი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

სიაში მოსახვედრად უმთავარეს კრიტერიუმს ეპიდსიტუაცია და ახალი შემთხვევების სიმცირე წარმოადგენდა.

sazghvrebis-gakhsna_o_h.jpeg

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს საზვრები გაუხსნა, საქართველომ რეგულარული ფრენების აღდგენა 1 თვით 1-ელ აგვისტომდე გადადო, გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაცია დასახელდა.