მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად არსებულ განრიგს ახალი რეისები დაემატა

თვითმფრინავის აფრენა

პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა, რომ 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა, პერიოდულად განხორციელდება.

საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways.

განრიგის მიხედვით, 3 აპრილს ასევე თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines. რეისებზე ბილეთები გაიყიდება - ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის, ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის საიტზე.

შეგახსენებთ საბჭოს მიერ განსაზღვრულ ფრენის განრიგს:

31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines

დღესაც, 28 მარტსაც შესრულდა პოლონეთის ავიახაზების რეისი, ასევე 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი.