მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა

ევროპის საბჭო - შენობა

ეროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

ვიზიტი კიშინიოვში დაიწყება, სადაც შარლ მიშელი პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება.

შემდეგ კი, საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჯერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი კიევს ეწვევა და ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობებზე იმსჯელებენ.

შარლ მიშელი შეხვედრას, ასევე, გეგმავს კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების წარმომადგენლებთანაც.