მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: მშობლებს ვთხოვთ დახმარების მისაღებად ეტაპობრივად დარეგისტრირდნენ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020

„თხოვნა გვექნება, საკმარისი დროა იმისთვის, რომ თვის ბოლომდე ეტაპობრივად დარეგისტრირდნენ დახმარების მიმღებები და აღარ გვექნება სისტემის გადატვირთვის ამგვარი შემთხვევა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მსურველების ერთდროულად შემოსვლამ ხარვეზი გამოიწვია.

„დღეს გააქტიურდა ის პორტალი, სადაც უნდა მოხდეს მოქალაქის მიერ რეგისტრაცია და წარდგენა. გასაგებია, რომ დღეს იყო პირველი დღე, ყველა ელოდა გახსნას. როგორც ჩანს ბევრი მომხმარებელი ერთდროულად დარეგისტრირდა და შემოვიდა სისტემაში, რამაც გამოიწვია სისტემის გადატვირთვა. ჩვენი ტექნიკური სამსახური მთელი დღე მუშაობდა ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და მომდევნო დღეებიდან აღარ მოველით შეფერხებას. თხოვნა გვექნება. დრო არის საკმარისი იმისთვის, რომ თვის ბოლომდე ეტაპობრივად დარეგისტრირდნენ დახმარების მიმღებები და აღარ გვექნება სისტემის გადატვირთვის ამგვარი შემთხვევა, ვფიქრობთ, რომ ხარვეზი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მაინც დაფიქსირდა, დაგვიკავშირდნენ და გვაცნობონ ამის შესახებ“, - განაცხადა გაბუნიამ.