მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდა

თბილისის ქუჩები ღამით

გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდა. იმ შემთხვევაში თუკი ქუჩაში ფეხით ან ტრანსპორტით 05:00 საათამდე გადაადგილდებით, 2 000 ლარით დაჯარიმდებით.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესდა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით“ გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესების (წესს საქართველოს მთავრობა ადგენს) დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიულის 10 000 ლარით.

გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება შემდეგი მიმართულებით:

☑️საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე.

☑️ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 რომელ საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

🔴 მოქალაქეები 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მიღებას შეძლებენ