მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადაუდებელი დახმარების ცენტრს სუნთქვის პორტატული აპარატები გადაეცა

გადაცემის პროცესი

ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის ,,COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში, სუნთქვის 5 პორტატული აპარატი შეიძინა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადაეცა.

ღონისძიება უწყების ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

ჯამში, სულ 20 ასეთი აპარატის გადაცემა იგეგმება.

ახალი სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის იქნება გათვლილი.