2020 წლის 25 ნოემბერს, პროექტის - „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად“ - ფარგლებში, გაერომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი
აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად.
მათივე თქმით, პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაეროს რამდენიმე სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).
პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე, ეხმიანება გაეროს პრინციპს - „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“.
ცნობისთვის, აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 469 ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა.
„თემქიდან გირეკავთ. 11- ე მიკროდან. სადარბაზოში საშინელი გაზის სუნია“ ამ შინაარსის ზარი შევიდა „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე ( 2404004). ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ის საკუთარ „ფეისბუკ“ პოსტში საუბრობს მორალურობასა და ეთიკურობაზე.
მისი თქმით, არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით გააკეთებ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი პროექტები ვერ განხორციელდა და მათი გადავადება მოხდა.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2987 პირი ემსხვერპლა.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 96 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა.