მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

გაერომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

2020 წლის 25 ნოემბერს, პროექტის - „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად“ - ფარგლებში, გაერომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი
აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად.

მათივე თქმით, პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაეროს რამდენიმე სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).

პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე, ეხმიანება გაეროს პრინციპს - „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“.

ცნობისთვის, აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.