მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაგრაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში,  ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაგრაში ხანძრის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

„ახლა ჩვენ ვცდილობთ შევძლოთ საცხოვრებელი კორპუსების დაცვა“, - განაცხადა გაგრის სახანძრო-სამაშველო განყოფილების შტაბის უფროსმა დავით ბგანბამ.

ბგანბას ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი შენობებიდან დაახლოებით 150 მეტრით არის დაშორებული.