მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაგრისა და გუდაუთის ტყეებში ხანძარია

ხანძარი ტყეში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. გაგრაში, წინასწარი ინფორმაციით, ტყის ფართობის დაახლოებით 30 ჰექტარი იწვის. გუდაუთის მხარეში კი, ხანძარმა დაახლოებით 15 ჰექტარი. მოიცვა. ამის შესახებ sputnik-abkhazia წერს. 

სოფელ ფსახარაში, რომელიც გაგრაში მდებარეობს, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება 13 დეკემბრის საღამოს შევიდა.

შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო მივიდა და მოახერხა, რომ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში ხანძარი არ გავრცელებულიყო.

თუმცა, ხანძრის ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მიუწვდომლობის გამო, ცეცხლი მაღალმთიან რეგიონში გავრცელდა.

გადაუთის სოფელ ოთხარასთან ხანძრის შესახებ შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა. თუმცა, მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მიუწვდომლობის გამო ვერ შეძლეს.

ტარდება მონიტორინგი, რადგან ცეცხლმა დასახლებულ პუნქტამდე არ მიაღწიოს.