მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აქციას შეუერთდა

სისხლის დონაციია აქცია გურჯაანში

აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სისხლის უანგარო დონაცია პარტია „ქართული ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მმართველი გუნდის 25-მდე წარმომადგენლებმა და მოხალისემ მიიღო.

„ქართული ოცნების გუნდი ვუერთდებით ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას და უანაგაროდ გავცემთ სისხლს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

სისხლის უანგარო დონაციას დღეს კახეთის რეგიონიდან ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები შეუერთდა.

აქცია „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით ტარდება.