მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაიცანით ადამიანი, რომელიც 10 წელზე მეტია იღბალს და მოგებას ყიდის

lotto.ge-ს ფეხით მოსიარულე გამყიდველი

გაიცანით ადამიანი, რომელიც 10 წელზე მეტია იღბალს და მოგებას ყიდის. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ლატარია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სიმონ კაჭკაჭაშვილს ხშირად შეხვდებით ვარკეთილი-ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და ლილოს ბაზრობაზე.

„ის ლატარიის ბილეთების ფეხით მოსიარულე გამყიდველია. „ლოტო, ლოტოს“ - ომახიანი შეძახილებით იქცევს გამვლელების ყურადღებას და ყიდის... მოგებას. ბატონი სიმონის ხელიდან შეძენილი ბილეთების უმეტესობა ხომ მომგებიანია.

სიმონ კაჭკაჭაშვილს ლატარიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, შვილივით უფრთხილდება თითოეულ ბილეთს, გულშემატკივრობს ყველა მყიდველს და მათი სიხარულით უხარია მოგებაც.

საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის თავის ღვაწლმოსილ თანამშრომელს და უსურვებს ჯანმრთელობას“, - ნათქვამია lotto.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

simon-kachkachishvili_o_h.jpeg