მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია 1 200 ლარიან დახმარებაზე: თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ამ საკითხს დავუბრუნდებით

მთავრობის ხელმძღვანელი

დღეს, 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ 1 200 ლარიან დახმარებაზე ისაუბრა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, თუმცა თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს.

ასევე მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ეკონომიკაში იყოს მეტი ჟანგბადი, შეჩერდეს სამუშაო ადგილების დაკარგვა და დაიწყოს სწრაფი აღდგენა.

„1200 ლარიან დახმარებას რაც შეეხება - ეს არის ძალიან ურთიერთდაკავშირებული საკითხები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა დასაქმებული პირი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სამსახური დაკარგა და აღარ აქვს შემოსავალი, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით დახმარებას იღებდა.