მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: 300 ლარით დახმარება არ არის საკმარისი

მთავრობის ადმინისტაციაში

"300 ლარი არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ობიექტური სურვილი უფრო მეტად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს" - ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე, თვითდასაქმებული მოქალაქეების ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, განაცხადა.

პრემიერის თქმით რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს უკიდურესი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.

"ის ეკონომკური რესურსი რაც საქართველოს გააჩნია, უკიდურესი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ყველაზე მძიმე სცენარისთვი უნდა ვიყოთ მზად, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეს ჩვენ გვესმის, რომ არ არის საკმარისი არავინ არ იცის ამ 6 თვის ან 3 თვის, შემდეგ ჩვენ კიდე რა სახით მოგვიწევს ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმუშევრად დარჩენილები დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ.