მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: აღმოვაჩინოთ საქართველო და ვიყოთ საუკეთესო გიდები სტუმრებისთვის

მთავრობის მეთაური

შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამა დაიწყო - იმოგზაურე საქართველოში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა, ნახონ ის ადგილები, რომლებზეც სმენიათ და წაუკითხავთ.

„როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, მოვემზადოთ იმისთვის, რომ საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ეს დრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში, მივეხმაროთ ტურიზმის დარგს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩვენს რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად მნიშვნელოვანი იყვნენ, კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

2020 წლის მარტში, პანდემიის გამო საერთაშორისო ფრენები შეწყდა, შესაბამისად ქვეყანაში ტურისტებიც ვეღარ შემოდიოდნენ. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. მთავრობას ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ შიდა ტურიზმი 15 ივნისს გახსინილიყო, საერთაშორისო კი, პირველი ივლისიდან. შიდა ტურიზმი დათქმულ დროს გაიხსნა, საერთაშორისო ტურიზმის გახსნა კი გადაიდო.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის 5 წევრ ქვეყანასთან საზღვრები უპირობოდ გაიხსნება.