მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: საქართველო COVID FREE ქვეყანა უნდა გახდეს

საქართველოს პრემიერი-მინისტრი პრემიერ-მინისტრი, 2020

"ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე, პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს სიმღერას, ჩვენს ღვინოს და სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანამ სწორად მართა ეს ეტაპი, საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, შეიძლება უფრო გაძლიერებული გამოვიდეს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართვეო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რმ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხი უკონტროლოდ შემოვა - არა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე, რომლის შესახებაც საუბარი მიმდინარეობს ძალიან მაღალ დონეზე, დეტალურად. შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ მე მქონდა საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სწორედ ამ თემაზე. იქიდან დაინტერესება ძალიან სერიოზულია, ოღონდ ამასთან ერთად, აინტერესებთ, ჩვენი მენეჯმენტი როგორია, როგორ ვიცავთ ჩვენ ჩვენს სივრცეს, ჩვენს ქვეყანას ვირუსის გავრცელებისგან.

განსაკუთრებით, საქართველოს პირობებში, როცა ყველა ხედავს, რა ხდება მეზობლებთან. ამიტომ, ინტერესი ძალიან დიდია და ჩვენ სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს იმისა, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არ დადგება რისკის ქვეშ. ამიტომ, იქნება მწვანე კორიდორები და ეს პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72 საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოში ვერ შემოვა. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში უკვე განიხილავენ COVID პასპორტის თემას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთ იშვიათი შემთხვევებში, როდესაც საქართველოში ჩამოსულ ადამიანს ტესტი ჩატარებული არ ექნება, ქვეყანაში შეიქმნება სწრაფი PCR ტესტების აღების შესაძლებლობა.