მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020 წ.

„დადებითობის მაჩვენებელი უკვე მიუახლოვდა 4%-ს და როგორც ჩანს, დღევანდელი მონაცემები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნით უნდა დაიწყოს.

„ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამას თან ერთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება და ამაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობას გაზრდილი საფრთხე არ შეექმნას.

ინფორმაციისთვის, საქართველოში პირველი თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, თუმცა თბილისში ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ განახლდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა

„პირველი თებერვლიდან შესაძლოა გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება“ - ცქიტიშვილი

„შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ - ტიკარაძე