მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია უნივერსიტეტებს რეკომენდაციით მიმართავს

თსუ-ს კორპუსის რემონტი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სტუდენტები უნივერსიტეტებში აუდიტორიებს 19 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.

თუმცა, პრემიერი უნივერსიტეტებს რეკომენდაციით მიმართავს, სადაც შესაძლებელია, დისტანციური სწავლება გაგრძელდეს, თუმცა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდეს აუდიტორიებში.

ინფორმაციისთვის, პირველი ოქტომბრიდან, აჭარის გარდა, სკოლებში სწავლა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით საკლასო ოთახებში განახლდა. საბავშვო-ბაღებში კი, სწავლა 12 ოქტომბრიდან აღდგა.