მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ვაღიარებ, რომ ქოლცენტრების ნაწილში ხარვეზებია

საქართველოს პრემიერი 2020

დღეს, 19 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული ხარვეზები, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაშიც.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა და სხვა რესურსები ამოუწურავი არ არის, მაგრამ ხდება ხარვეზების გამოსწორება.

როდესაც ვსაუბრობ ხარვეზებზე, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ და ეს არის საგანგებო მდგომარეობა. ვაღიარებ, რომ ქოლცენტრების ნაწილში გარკვეული ხარვეზებია და ეს ყველაფერი გასასწორებელია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერი ხარვეზის მოგვარება მუდმივ რეჟიმში გრძელდება და ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება.

ინფორმაციისთვის, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 პაციენტი კი გარდაიცვალა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 არჩევნებზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ არსებობს

👉 პირველი ტალღის დროს ლოქდაუნი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო

👉 კორონავირუსის გამო ქვეყანა არ ჩაიკეტება - გახარია