საზოგადოება

გახარიამ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან განიხილა

პრემიერის შეხვედრა
1606321636
დაკოპირებულია

პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მიზანია, ერთის მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დისკუსიისას შეზღუდვების ფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი შეფასებით, ქვეყანა პიკში შედის, შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, შეზღუდვების გაფართოება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას არ გამოიწვევს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციას.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე - შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი - ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადეკვატურად პასუხობს.

„მთავრობის მეთაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილა ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, მხარდაჭერის ისეთი პაკეტის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება როგორც მოქალაქეებს, ასევე განსაკუთრებით ბიზნესის იმ მიმართულებებს, რომელთა შეზღუდვის აუცილებლობა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში დგება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.

დავით გარეჯის საქმე -
კარტოგრაფები - Pia.ge

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღე...

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

1611124694

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

1611123344

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

1611120295

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 96 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1611118045
ალეკო და მამუკა

„დაჭერის პრობლემა რომ შეგექმნა, მერე შეგიყვარ...

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა. 

ალეკო ელისაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ გი...

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეზე გიორგი ვაშაძეზე შანტაჟი ხორციელდებოდეს, რის გამოც იგი პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციას არ იზიარებს. 

ვაქცინაცია ქრისტეს ძეგლთან, სკეიტბორდისტ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 19 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.