მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გალში, მდინარე ენგურში კაცის ცხედარი იპოვეს

არაგის ხიდის ტერიტორია

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 

შუახნის კაცს, სავარაუდოდ, ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც მისი ცხედარი, არსებული ინფორმაციით, მდინარეში გადააგდეს.

მომხდარზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია დამნაშავეც.