მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოფენები, ტრეინინგები და კონფერენციები განახლდება

გამოფენები, ტრეინინგები და კონფერენციები განახლდება

საგამოფენო საქმიანობა, ტრეინინგები და კონფერენციები სასტუმროებში სავარაუდოდ, 6 ივლისიდან განახლდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ამაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ თვითონ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციების ეგიდით მოთხოვნა იყო ტრეინინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრების ჩატარება. ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, საკმაოდ რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით მოხდება. ეს იქნება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამები, მეორეს მხრივ დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს არ დაკარგონ ეს შესაძლებლობა, რომ მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. რაც შეეხება საგამოფენო აქტივობას, ესეც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მოხდება წესების დაცვით“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.