მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბანი, სოფელი ქესალო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინერეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„სამშენებლო პროცესს და მშენებლობის ხარისხს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. სამშენებლო სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ , ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 600 000 ლარად ახორციელებს. პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აცხადებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.