მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები“ - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო

ექსპერტიზის ბიუროს შენობა

გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა“, - ამის შესახებ განცხადებას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები.

„ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს დღეს უნდა გახდეს ცნობილი აღნიშნული საქმის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს.

გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, - აცხადებენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.