საზოგადოება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა

გარემო, დაცვა
14:26 05.06
დაკოპირებულია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ განხორციელდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ჩატარდა “მწვანე გაკვეთილი” ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, ძირითად საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზე, რომელზეც ცენტრის თანამშრომელმა მარიამ არჩუაძემ ისაუბრა.

უწყების ცნობით, კვირეულის ფარგლებში მხატვარ-კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმა ბავშვებისთვის  ჩაატარა "ხატვის მწვანე გაკვეთილი - როგორ დავხატოთ ბიომრავალფეროვნება", რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები გაეცნენ და ისწავლეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობის ხატვის თავისებურებები. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა ვებინარი “ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება”, რომელსაც უძღვებოდა ბიომრავალფეროვნების ექსპერტი კახა არცივაძე.

"მწვანე კვირეულის" ფარგლებში ასევე დაიგეგმა სოციალური კამპანია, რომლის განმავლობაში სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდა “52 მწვანე რჩევა” - როგორ შეიძლება იცხოვრო უფრო „მწვანე“, სუფთა, ჯანსაღი, გონივრული, ეკოლოგიური და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრებით. განთავსდა საინფორმაციო ვიდეორგოლები ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ, ეკოფაქტები და ონლაინ კითხვარი ბიომრავალფეროვნებაზე.

გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევისა და პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართულობის მიზნით, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1974 წლის  5 ივნისიდან ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. 2020 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მთავარ თემაა ბიომრავალფეროვნება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.

Search Results Web result with site links საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვ...
ტურიზმის სექტორისთვის კოვიდ-19 დაკავშირებული რეგულაციების ადაპტაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინ...
16:25
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი...
15:44
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
14:43
ცსკ-ს კალათბურთელი „ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი“- თო...
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, სა...
აფრიკაში 51 ქართველი მეზღვაური გაემგზავრ...
51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გე...
თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სექტორის გაძლიე...
ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძ...
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეო...
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტ...